კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შაქრით მომარაგების შეფერხების საფუძველი არ არსებობს-ოთარ შამუგია

ნახვები: 282 შაქრით მომარაგების შეფერხების საფუძველი არ არსებობს-ოთარ შამუგია

შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა, ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აჰყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმპორტიორები და ბიზნესი მზადაა, რომ იმ პროდუქტებთან მიმართებით, რომელთა მოწოდებაშიც შესაძლოა, გარკვეული შეფერხებები გაჩნდეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა ბაზრებიდან მოწოდებით ჩაანაცვლოს.

„ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ჩვენს ბიზნესს, იმპორტიორებს, რათა მათ შესაბამის ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა. ჩვენი საელჩოების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების მეშვეობით მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში. ამ ეტაპზე იმპორტიორი ქვეყნების ჩანაცვლების საჭიროება არ დგას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა