თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

1-ელ დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1-ელი დეკემბრიდან კი ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს

ნახვები: 420 1-ელ დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 1-ელი დეკემბრიდან კი ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს

1-ელ დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, 1-ელი დეკემბრიდან კი ზოგან გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს მოიღრუბლება, გაწვიმდება და აგრილდება. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 29-30 ნოემბერს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 1 დეკემბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა 1 დეკემბერს დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა