პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპის გუნდის

ნახვები: 407 ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპის გუნდის

მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებს ჰქონდეს კონსტრუქციული დინამიკა და ყველა საკითხი განიხილებოდეს ღიად და უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაზე მკაფიო ფოკუსირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში აშშ-სა და უკრაინის გუნდების მუშაობის შემდეგ, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა, დიალოგის ძირითადი პარამეტრების, მისი აქცენტებისა და ზოგიერთი წინასწარი შედეგის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ტრამპის გუნდის და პირადად პრეზიდენტის იმ დროისთვის, რომელიც ასე ინტენსიურად იხარჯება ომის დასრულების ნაბიჯების განსაზღვრაზე. გავაგრძელებთ მუშაობას. მოუთმენლად ველი ჩვენი გუნდისგან სრულ ანგარიშს პირადი შეხვედრის დროს“, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა