კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი ევროპის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ნახვები: 274 რუსეთი ევროპის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

რუსეთი ევროპის საბჭოს (Сouncil of Europe) შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები ევროპის საბჭოს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ორგანოა ძირს უთხრიან.

"ევროკავშირისა და NATO-ს სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთისადმი არამეგობრულები არიან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აბსოლუტური უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი და ამეტებენ ძალაუფლებას - აგრძელებენ ევროპული საბჭოსა და ევროპაში ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურებას.

მოვლენათა ამგვარი განვითარება შეუქცევადია. რუსეთს არ სურს ამ დამანგრეველი ქმედებებში მონაწილეობა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, როგორც „კანონზე დაფუძნებული წესრიგით" საერთაშორისო სამართლის გათელვას გულისხმობს.

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას NATO-სა და ევროკავშირის მხრიდან წამოწყებულ ამ ცვლილებებში, რაც უძველესი ევროპული ორგანიზაციის დასავლეთის აღმატებულობისა და ნარცისიზმის კიდევ ერთ პლატფორმად გადაქცევას გულისხმობს.

შესაძლებლობას მივცემთ მათ, რუსეთის გარეშე ერთმანეთთან კონტაქტით ისიამოვნონ", - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა