კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

Amnesty International - ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით

ნახვები: 412 Amnesty International - ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით

Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით, რომელიც BBC-ის გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოყვა. ამის შესახებ განცხადებას Amnesty International-ი ავრცელებს.

„Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების

ტალღით, რომელიც BBC Eye-ის გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის უმეტესწილად მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ შესაძლოა დამაზიანებელი და პოტენციურად აკრძალული მომწამლავი ქიმიკატები გამოიყენა.

ძალის შესაძლო უკანონო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეები დაიწყო პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაადოკუმენტირეს დაზიანებები, გააანალიზეს სამედიცინო მტკიცებულებები, და საჯაროდ ისაუბრეს მომწამლავი ქიმიკატების შესაძლო გამოყენებაზე.

მათ წინააღმდეგ „სახელმწიფოსთვის მტრულ ქმედებებში უცხოური ორგანიზაციის დახმარებაში” ბრალდებები უსაფუძვლოა და, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს დარღვევების დაფიქსირებისგან ხალხის შეკავებას, ლეგიტიმური აკადემიური თავისუფლებისა და ჟურნალისტური და ადამიანის უფლებების სამუშაოს შეზღუდვას, ისევე როგორც სახელმწიფოს ქმედებების შესწავლის ჩახშობას. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თვითმხილველების შევიწროება, აკრძალული ქიმიური ნაერთების შესაძლო გამოყენებაზე ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყოს, პასუხი აგებინოს პასუხისმგებელ პირებს და მსხვერპლს სამედიცინო დახმარება და კომპენსაცია მიაწოდოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა