კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

INTERPOL-მა კრიპტო თაღლითობა გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

ნახვები: 418 INTERPOL-მა კრიპტო თაღლითობა გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

კრიპტოვალუტების გარშემო არსებული თაღლითური სქემები გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა. საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციამ, იგივე INTERPOL-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კრიპტოინდუსტრიაში განხორციელებული კრიმინალური აქტივობები სერიოზულ გამოწვევას უქმნის გლობალურ უსაფრთხოებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

ინტერპოლის ცნობით, კრიპტო თაღლითობები სულ უფრო დახვეწილ და ფართო მასშტაბებს იძენს. დამნაშავეები აქტიურად იყენებენ კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებულ ბუნებას, რათა შეუმჩნევლად გადარიცხონ მოპარული თანხები და დაფარონ თავიანთი კვალი. ამასთან, დაფიქსირებულია შემთხვევები, სადაც მილიარდობით დოლარის ზარალიც დადგა.

თაღლითური დაჯგუფებები ხშირად საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებენ, რაც საქმის გამოძიებას უკიდურესად ართულებს. ხელოვნური ინტელექტისა და Deepfake-ების გამოყენება სულ უფრო ართულებს მსხვერპლისთვის რეალური და ყალბი პროექტების გარჩევას. ამასთან, ინდუსტრიის დიდი ნაწილი კვლავაც დაურეგულირებელი რჩება, რაც თაღლითებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს წარმოადგენს.

ორგანიზაციამ წევრი ქვეყნების პოლიციის დეპარტამენტებს მოუწოდა, გააძლიერონ თანამშრომლობა და გაცვალონ ინფორმაცია კრიპტო დანაშაულის შესახებ. ინტერპოლის გენერალური მდივნის განცხადებით, ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად აუცილებელია გლობალური ძალისხმევა, სპეციალიზებული საგამოძიებო ერთეულების შექმნა და კიბერუსაფრთხოების სფეროში ტრენინგების გაძლიერება. ორგანიზაცია ასევე გეგმავს სპეციალური პლატფორმის შექმნას, სადაც წევრი ქვეყნები შეძლებენ სწრაფად გააზიარონ მონაცემები საეჭვო კრიპტო ტრანზაქციების და თაღლითური სქემების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციასა და უკვე ჩადენილი დანაშაულის კვალის მიგნებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა