თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

BM.GE - ტრამვაის ხაზის მშენებლობის ₾416-მილიონიან ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს მერიასთან კითხვები აქვთ

ნახვები: 400 BM.GE - ტრამვაის ხაზის მშენებლობის ₾416-მილიონიან ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს მერიასთან კითხვები აქვთ

საერთაშორისო საინჟინრო კომპანიებს, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობის ტენდერში გეგმავენ მონაწილეობას მერიასთან კითხვები აქვთ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, სატენდერო განაცხადს ოქტომბრიდან დღემდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მისამართით უკვე გაგზავნილი აქვთ 20-ზე მეტი კითხვა პროექტის ტექნიკური მახასიათებლების, ფასწარმოქმნის პირობების, დაფინანსებისა და პროექტის სხვა პარამეტრების შესახებ.

ტრამვაის ხაზის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ახალ ხაზს 11 გაჩერება ექნება. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი მიეცემა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.

პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.

ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას, რომელიც პროექტს განახორციელებს 2010 წლის შემდეგ არანაკლებ 2 ტრამვაის ხაზი უნდა ჰქონდეს განხორციელებული.

416-მილიონიანი ტენდერი არ მოიცავს ტრამვაის 11 შემადგენლობის შესყიდვას, რისთვისაც მომავალში ცალკე ტენდერი გამოცხადდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ატვირთული კითხვების თანახმად, მონაწილე კომპანიები თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განმარტებებს ითხოვენ:

ტექნიკური პარამეტრები

  • ტრამვაის გამტარუნარიანობა,
  • მოძრაობის ინტერვალი,
  • მგზავრობის დრო.

სამუშაოების მოცულობა

  • ევალება თუ არა კონტრაქტორს გზების დროებითი გადაკეთება და მოძრაობის ორგანიზება;
  • შედის თუ არა სამუშაოებში არსებული კომუნიკაციების — წყალი, გაზი, სანიაღვრე, კაბელები — გადატანა.

გამოცდილება

  • ჩაითვლება თუ არა მეტროს პროექტები ტრამვაის გამოცდილებად;
  • აკმაყოფილებს თუ არა ახალი მეტროს ხაზის მშენებლობა „ანალოგიური პროექტის“ მოთხოვნას.

საწყისი მონაცემები

კომპანიები ამბობენ, რომ ტენდერის ფაილები შესაძლოა არასაკმარისია Design-Build მოდელისთვის და ითხოვენ დაზუსტებას, რამდენი კვლევა უნდა ჩაატარონ თავად.

კონტრაქტის პირობები

საკითხები, რომლებიც კომპანიების კითხვებში ყველაზე ხშირად მეორდება:

  • დავების გადაწყვეტის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება;
  • 20%-ით დაბალი ფასის შემთხვევაში დამატებითი საბუთების საჭიროება;
  • გაცვლითი კურსის სხვაობისა და ინფლაციისგან დაცვის მექანიზმები;
  • ექსპროპრიაციის ხარჯების ანაზღაურება;
  • ნებართვების აღების ვადების ჩათვლა;
  • მაღალი დღიური ჯარიმების გადახედვა.

ტენდერში წინადადებების მიღება 22 დეკემბერს სრულდება. ჯერჯერობით უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინადადებების მიღების ვადას.

bm.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა