თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 401 ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს.

ილია თოფურია განცხადებაში ტუტულის დაცვის შესახებ გადაწყვეტილების გადადებისა და პირადი ცხოვრების შესახებ წერს.

"ბოლო რამდენიმე კვირაა მივიღე რთული გადაწყვეტილება, დროებით გადავდო ჩემი ტიტულის დაცვა. ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. თუმცა, როდესაც ჩნდება გარემოებები, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს შენს ღირსებას, ოჯახს და რეპუტაციას, დგება მომენტი, როდესაც ამას პირადად უნდა გაუმკლავდე.

ბოლო თვეებში ვიღებდი მძიმე და მიუღებელ ზეწოლას, მათ შორის მუქარას, რომ ფინანსური მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გავრცელდებოდა ოჯახური ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებები. ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.

ყველა შესაბამისი მტკიცებულება საგულდაგულოდ არის შენახული და დოკუმენტირებული, მათ შორის აუდიოჩანაწერები, წერილობითი კომუნიკაცია, მოწმეების ჩვენებები და ვიდეომასალა. ეს მტკიცებულებები გადაეცა შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს, რათა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი გამოძალვის მცდელობის, მტკიცებულებების გაყალბების, ფინანსური და პირადი ქონების მითვისებისა და მრავალჯერადი მუქარის ფაქტებზე.

ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება დუმილის შენარჩუნების შესახებ მიღებული იყო მხოლოდ ჩემი შვილების დასაცავად, რომლებიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუმცა გავაცნობიერე, რომ ასეთ პირობებში დუმილი სიმართლეს არ იცავს - ეს ცრუ ნარატივების გავრცელების საშუალებას იძლევა.

ბევრ ადამიანს გამოუცდია მსგავსი სიტუაციები და სამართლებრივმა სისტემამ არაერთხელ ნათელი მოჰფინა ფაქტებს. დღეს ვდგავარ არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის გამო, არამედ იმის საჩვენებლადაც, რომ დაშინების ან მანიპულაციის გამო იძულებით არავის უნდა დაემორჩილო.

ვინც მიცნობს, შეუძლია დაადასტუროს, რომ არასდროს მიმიმართავს რაიმე სახის ძალადობისთვის და რომ ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის დისციპლინით, პატივისცემითა და ღირსებით იყო წარმართული.

სრულ ნდობას ვუცხადებ სამართლებრივ პროცესს და საშუალებას მივცემ სამართლებრივ სისტემას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინოს ფაქტები.

ჩემი შვილებისა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესების პატივისცემის გამო, აღარ გავაკეთებ დამატებით საჯარო განცხადებებს. გთხოვთ, თავი შეიკავოთ სპეკულაციებისგან და პატივი სცეთ ჩემი ოჯახის პირად სივრცეს.

სიმართლეს ხმამაღლა ყვირილი კი არა, ფაქტები სჭირდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა