კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ნახვები: 423 საპატრიარქო არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას განმარტავს.

განცხადების თანახმად, არქიმანდირტ დოროთესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით პატრიარქს ქორეპისკოპოსებმა, სინოდალური კომისიის წევრმა მღვდელმთავრებმა, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა და პატრიარქის მდივანმა მიმართეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებით თუ ამბიონიდან ქადაგებებისას, გამუდმებით გამოთქვამდა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრების თუ ცალკეული სასულიერო პირების მისამართით უსამართლო ბრალდებებს და აკეთებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს. აღნიშნულის გამო, ამა წლის 16 სექტემბერს მასთან შედგა გასაუბრება, სადაც მან განაცხადა, რომ გაითვალისწინებდა და შეწყვეტდა მსგავს განცხადებებს, თუმცა ეს პირობა 28 სექტემბერს დაარღვია.

ამის შემდეგ იგი ორგზის იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზეც, რომელზეც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის ერთხელ საყვედური გამოეცხადა, ხოლო მეორედ ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. შემდეგ, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, არქიმანდრიტ დოროთეს კომისიის სახელით გაეგზავნა წერილი, რომელშიც იყო შეგონება და ქრისტესმიერ ძმობაში დაბრუნებისკენ მოწოდება. თუმცაღა, მიუხედავად ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა, არქიმანდრიტმა დოროთემ კვლავ გააგრძელა უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები საეკლესიო იერარქების მიმართ, რის გამოც, იგი ისევ იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზე მიმდინარე წლის 16 დეკემბერს.

გამომდინარე იქიდან, რომ არქიმანდრიტმა დოროთემ კომისიაზე დაბარების ცნობის მიღების შემდეგ, ქადაგებისას და, ასევე, სატელევიზიო გამოსვლებისას კვლავ გამოთქვა ეკლესიის იერარქების მისამართით შეურაცხყოფა და უსამართლო ბრალდებები, 15 დეკემბერს, ქორეპისკოპოსების, სინოდალური კომისიის წევრი მღვდელმთავრების, აგრეთვე ცალკეული სასულიერო პირების - საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერისა და პატრიარქის მდივნის მიერ გადაწყდა, შუამდგომლობით მიემართათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის არქიმანდრიტ დოროთესთვის (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე. მისმა უწმინდესობამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა