კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილს არასრულწლოვანი შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

ნახვები: 413 ლევან ხაბეიშვილს არასრულწლოვანი შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დედის მარინა კოტრიკაძის განცხადებით, დაკავების შემდეგ ლევან ხაბეიშვილს არასრულწლოვან შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ. ლევან ხაბეიშვილის დედამ პოლიტიკოს თეონა ჭალიძესთან ერთად სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა. ისინი სახალხო დამცველთან და მის სამივე მოადგილესთან ერთობლივ შეხვედრას

მოითხოვენ, რათა ომბუდსმენისგან მოისმინონ, ირღვევა თუ არა არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესები იმით, რომ პატიმრობაში მყოფი მამის ნახვას უზღუდავენ.

"მე მარტო ჩემი შვილიშვილების უფლებების დაცვაზე არ ვზრუნავ, როგორც ლევანს აქვს შვილებთან ურთიერთობა შეზღუდული, ასევე 4 ოქტომბერს დაკავებულ ყველა პოლიტპატიმარს შეზღუდული აქვს შვილებთან ურთიერთობა. შვილებთან ურთიერთობის შეზღუდვა არ მგონია, რომ მართებული იყოს. არასრულწლოვან შვილებს რომ მშობელი შეხვდეს, ამით რა დაშავდება? ეს ძალიან დიდი უკანონობა და უსამართლობაა. არც პროკურატურას, არც მოსამართლეს არაფერს ეკითხებიან. თვითონ გადაწყვიტეს და დაუწესეს შეზღუდვები. სახალხო დამცველთან ჩვენი მოთხოვნაა, ბავშვების უფლებები დაცული იყოს, არა მარტო ჩემი შვილიშვილების, არამედ ყველა პატიმრის უფლება უნდა იყოს დაცული და ბავშვებს მშობლებთან კომუნიკაციის საშუალება უნდა მიეცეს",-განაცხადა მარინა კოტრიკაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა