კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა

ნახვები: 431 პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა

პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, გამორიცხეს რეალური მოძალადის მონაწილეობა ინციდენტში და დანაშაულის ჩადენაში ამხილეს სხვა, უდანაშაულო პირი, რომელმაც, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა.

„ბრალდებულები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდების ორგანიზება) და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის გამოძიებისათვის მიწოდება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს გირაო შეეფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა