თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანდრო ჭიჭინაძე - ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი

ნახვები: 396 ანდრო ჭიჭინაძე - ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი

ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი - არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, - ამის შესახებ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

ჭიჭინაძის განცხადებით, „ერთადერთი მისაღები გამოსავალი არის ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, როგორსაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო.“

„როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გასაგებად ვერ გადმომიცია ჩემი სათქმელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მეტჯერ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები.

ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი — არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.

არ მინდოდა ამაზე ხაზგასმა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა - რამდენიმე დღის წინ არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი და ვთქვი უარი.

ერთადერთი ჩემთვის მისაღები გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, როგორსაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო.

ის ხალხი კი, ვინც ქალის მიმართ დევნას ამართლებთ და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას პირდაპირ ითხოვდით, თავდებობით თავს ნუ შეიწუხებთ“, - ნათქვამია ანდრო ჭიჭინაძის განცხადებაში.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა