კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილის ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს

ნახვები: 448 ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილის ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს

ვფიქრობ, რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება - დასამალი არაფერი აქვს , - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. ვფიქრობ რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი აქვს. საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს უპასუხოს", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს, 12:00 საათზე, ჩაინიშნა.დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის შუამდგომლობით დაიხურა. პროცესს ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი არ ესწრებოდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა