კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს

ნახვები: 408 ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, რომ ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ რუსეთი 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმედოვნებს, რომ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ომის დასრულების ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწევს.

გამოცემასთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს კვლავ მოითხოვს, რაზეც უკრაინელი ხალხის თანხმობა იქნება აუცილებელი.

ზელენსკის განცხადებით, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები ახლავს თან, ამიტომ, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მინიმალურ აუცილებლობას წარმოადგენს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მზად არის თუ არა რუსეთი, რომ ტრამპის გეგმას დაეთანხმოს.

„გარკვეული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ამ მომენტისთვის მხოლოდ ლიდერების სიტყვები მინდა დავიჯერო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა