კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ

ნახვები: 432 ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ

ირანში ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანის ოთხ უნივერსიტეტში ასობით სტუდენტმა საპროტესტო აქციები გამართა.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, რადგან ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. პროტესტი მალევე გავრცელდა ირანის სხვა ქალაქებშიც. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა, მოლაპარაკებების ორგანიზება მომიტინგეების ლეგიტიმური მოთხოვნების განსახილველად.

„დღის წესრიგში გვაქვს ფუნდამენტური ქმედებები, რათა რეფორმირება მოვახდინოთ მონეტარული და საბანკო სისტემის და შევინარჩუნოთ ხალხის მსყიდველობითი უნარი“-წერს მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა