კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა ბურჭულაძე - ძალა ერთობაშია! ბოლომდე!

ნახვები: 439 პაატა ბურჭულაძე - ძალა ერთობაშია! ბოლომდე!

სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი ღალატზე, - ამის შესახებ მომღერალ პაატა ბურჭულაძის საახალწლო მილოცვაშია აღნიშნული, რომელიც მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ახალი წელს ულოცავს ყველას, ვისაც სჯერა, რომ 2026 წელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლთათვის გამარჯვების მომტანი იქნება.

"ახალი წლის დადგომა მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საამაყო მებრძოლებს, სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველზე ხვდება იმედით ახალი წლის ათვლას და სჯერა, რომ 2026 წელი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლთათვის გამარჯვების მომტანი იქნება! სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე, სამშობლოს სიყვარული კი - ღალატზე! ძალა ერთობაშია! ბოლომდე!", - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა