კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ

ნახვები: 422 ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ

დღეს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმებს არ წყვეტს. ახლა ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გვჭირდება. ყველა შეხვედრას კონკრეტული შედეგები უნდა მოჰყვეს, საჰაერო თავდაცვის შესახებ, ახალი დახმარების პაკეტებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისა და დიპლომატიაში პოზიციების გაძლიერების საკითხები განიხილა.

„მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა დიპლომატიისა და ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. დღეს, პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა იმართება, რომელსაც სახელმწიფოების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მინისტრები და ელჩები ესწრებიან. ჩვენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა