დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია
სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ჟურნალისტს ავტომობილი და 30 000 დოლარიც ჩამოერთვა
ელისო კილაძე: ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი პერსონალური განადგურებისთვის – ბრალს არ ვაღიარებ და ბრძოლას გავაგრძელებ
Ukrainian Armed Forces hold first-ever sergeants’ forum in Kyiv
Ukraine should join NATO, must not give up territory in exchange, Estonian DM says
Fire breaks out at a petrochemical complex after attack in Russia’s Bashkortostan – media
Kyiv’s Northern and Southern Bridges remain closed as experts assess damage from Russian attack – Klitschko
One of Crimean Bridge’s arches damaged in second strike

დონალდ ტრამპი - ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატო-ს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი

ნახვები: 435 დონალდ ტრამპი - ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატო-ს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი

ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატო-ს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ნატო-მ მხარი დაუჭიროს, თუკი აშშ-ს დასჭირდება.

“გახსოვდეთ, ნატო-ს ყველა დიდი ქომაგისთვის, ისინი მშპ-ის 2%-ზე იყვნენ და უმრავლესობა თავის გადასახადებს არ იხდიდა, სანამ მე არ მოვედი. აშშ სულელურად იხდიდა მათ მაგივრად! მე, პატივისცემით, ისინი მშპ-ის 5%-მდე ავიყვანე და დაუყოვნებლივ იხდიან. ყველა ამბობდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო, ვინაიდან, სხვა ყველაფერს მიღმა, ისინი ყველანი ჩემი მეგობრები არიან. ჩემი ჩართულობის გარეშე რუსეთს ახლა მთელი უკრაინა ექნებოდა დაპყრობილი. გახსოვდეთ, ასევე, მე მარტომ დავასრულე რვა ომი და ნორვეგიამ, ნატო-ს წევრმა, სულელურად გადაწყვიტა ჩემთვის არ მოეცა ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა! იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინე. რუსეთსა და ჩინეთს ნატო-ს ნული შიში აქვთ შეერთებული შტატების გარეშე და ეჭვი მეპარება ნატო-მ მხარი დაგვიჭიროს, რეალურად რომ დაგვჭირდეს. ყველას გაუმართლა, რომ ჩვენი სამხედრო ძალა აღვადგინე ჩემი პირველი პრეზიდენტობის დროს, და ვაგრძელებ ამას. ყოველთვის მხარში დავუდგებით ნატოს, თუნდაც მათ არ დაგვიჭირონ მხარი. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთსა და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის დონალდ ტრამპის მიერ აღორძინებული აშშ”, - წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა