კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა​

ნახვები: 347 დონალდ ტრამპი - მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა​

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE-ის) აგენტმა გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა.

„ახლახან ვნახე მინეაპოლისში, მინესოტაში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამის ყურება საშინელებაა. ქალი, რომელიც ყვიროდა, აშკარად პროფესიონალი აგიტატორი იყო, ხოლო ქალი, რომელიც მანქანას მართავდა, უწესრიგოდ მოქმედებდა, ხელს უშლიდა და ეწინააღმდეგებოდა, შემდეგ კი განზრახ, ძალადობრივად და სასტიკად გადაუარა ICE-ს ოფიცერს, რომელმაც, როგორც ჩანს, მას თავდაცვის მიზნით ესროლა.

თანდართული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის (ოფიცერი) ცოცხალია, მაგრამ ახლა საავადმყოფოში გამოჯანმრთელებას ცდილობს. ვითარება სრულყოფილად შესწავლის პროცესშია. ამ ინციდენტების მიზეზი ის არის, რომ რადიკალი მემარცხენეები ყოველდღიურად ემუქრებიან და თავს ესხმიან ჩვენს სამართალდამცველებსა და საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს. ისინი კი ცდილობენ, თავიანთი საქმე აკეთონ – ამერიკა უსაფრთხო გახადონ“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა სამართალდამცველების გვერდით უნდა დადგეს და დაიცვას ისინი იმ რადიკალური მემარცხენე მოძრაობისგან, რომელიც ძალადობასა და სიძულვილს აღვივებს.

შეგახსენებთ, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ავტომობილში მყოფი ქალი მას შემდეგ მოკლა, რაც მან სამართალდამცველებისთვის მანქანის შეჯახება სცადა.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა