ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - არავისთვის არც მიუცია და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი
ადვოკატი - პროცესზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი - დარბაზშივე დააკავეს
ირაკლი ღარიბაშვილს 5 წელი მიესაჯა
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები შეიცვალა
ფრიდრიხ მერცი - უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს
ირაკლი ფავლენიშვილი - ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - არავისთვის არც მიუცია და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას

12.01.2026 ნახვები: 171

ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები. ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე - მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა მას შემდეგ განუცხადა, რაც ყოფილი პრემიერი დააკავეს.

როგორც შაყულაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს ღვინის ქარხანა არ ჩამოერთმევა.

„როგორც მოგეხსენებათ, როცა ბიზნესი მუშაობს, იგივე ღვინის ინდუსტრია, იგივე ნებისმიერი ბიზნესი, ამას უნდა საგადასახადო დოკუმენტაციის შევსება, როგორც თვიური, ასევე წლიური და ა.შ. ამით აკონტროლებს სახელმწიფო იმ შემოსავლებს, იმ დღგ-ს, გადასახადებსა და ყველაფერს. რადგან არ იყო აქ შევსებული ეს დეკლარაციები, ეგ არის ზუსტად დანაშაული. შემოსავლები კი არ დამალა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ჰქვია ამ ყველაფერს.

ირაკლი ღარიბაშვილს არავისთვის არც მიუცია, არც აპირებს და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას. ითანამშრომლა საკუთარ თავზე. ამ ეტაპზე არავის არაფერი არ უსაუბრია, ან ახალ ბრალზე, ან ძველ ბრალზე, ან იმაზე, ან ამაზე. წაუყენეს ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში, ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე.

ჩვენი მხრიდან გამოძიებას წარვუდგინეთ საბანკო მიზნობრივი ხელშეკრულებები სესხის, ერთი სესხი იყო ის, რომ შეეძინათ მიწა და აეშენებინათ ქარხანა. მეორე სესხი იყო ის, რომ შეეტანათ აპარატურა და ეს აპარატურა გაემართათ და ემუშავათ. დღემდე მიდის ამის დაფარვა ყოველთვიურად, მიზნობრივად. არ ჩამოერთმევა [ქარხანა] იმიტომ, რომ ბრალის ფორმულირებაც კი გაკეთდა იმის გამო, რომ რეალურად შეძენილი ჰქონდა ამ ადამიანს. ამასთან, ის ოქროები და საათები და ა.შ ნივთები, არცერთი ირაკლი ღარიბაშვილის არ ყოფილა. მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში. იმიტომ არ არის სამოხელეო დანაშაული, რომ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან ქარხნის ფუნქციონირება, აწყობა, რემონტი და ა.შ. არ არის დაკავშირებული. მე ვმუშაობ, პრემიერი ვარ, მაგრამ მაქვს ბიზნესი, ცალკე, რომელსაც არ ვარეგისტრირებ და ამიტომაც მივიღე სასჯელი. ისეთი მუხლი აქვს წარდგენილი, რომ ჩვენება საერთოდ არ არის საჭირო. არის საგადასახადო ამონაწერები, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია. იქ წერია, რა გადაიხადა, რა აქვს და რა არ აქვს“,- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა