ზელენსკი: რუსეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა
დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებსა და ხუთ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?

ფიგურული ციგურაობა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

ნახვები: 420 ფიგურული ციგურაობა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

ინგლისის ქალაქ შეფილდში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულ მოცეკვავეთა წყვილმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ.

მათ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და მსაჯებისგან 75,96 ქულა დაიმსახურეს, რაც მანამდე გამოსულ ყველა მონაწილეზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

რჩებოდა ერთი წყვილი: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანელები – ნიკიტა ვოლოდინი და მინერვა ფაბიენ ჰასე. მათ ასპარეზობა 74,81 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს.

ასე და ამგვარად, მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილია. ევროპის ჩემპიონი ხვალ, თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა. შეჯიბრება 15 იანვარს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

 
1tv.ge
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა