კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი რეზა ფეჰლევზე - სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას

ნახვები: 365 დონალდ ტრამპი რეზა ფეჰლევზე - სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი ოპოზიციური ფიგურა, ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი „ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს“, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ის ირანში მხარდაჭერის მოპოვებას საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსასვლელად.

„ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოიქცევა საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ჯერ ამ ეტაპამდე არ მივსულვართ. არ ვიცი, მიიღებს თუ არა მისი ქვეყანა მის ლიდერობას და, რა თქმა უნდა, თუ მიიღებს, ჩემთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თეირანში საპროტესტო აქციების გამო მთავრობის დაცემა შესაძლებელია, მაგრამ სინამდვილეში „ნებისმიერი რეჟიმი შეიძლება დაეცეს“. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში საინტერესო პერიოდი იქნება მიუხედავად იმისა, დაეცემა თუ არა არსებული ხელისუფლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა