კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის

ნახვები: 340 ირაკლი კობახიძე - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის

როგორც ჩვენ ვიცით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი კონკრეტულად ე.წ. TRIPP-ის მარშრუტს ეძღვნება - შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტის ადრესატი სწორედ ორი ქვეყანაა! მეტი, რა კომენტარი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით? – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, თებერვალში, ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიაში - კერძოდ კი, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, რატომ არ მოხდა მის მარშრუტში საქართველოც.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, როდესაც საუბარია სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო როლზე და საქართველო სატრანზიტო მარშრუტის ნაწილია, რატომ არ მოხვდა ქვეყანა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დღის წესრიგში, კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს არის მათი გადასაწყვეტი“.

“ჩვენი ინფორმაციით, ეს ვიზიტი კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება - გამომდინარე აქედან, სრულიად ბუნებრივია, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის.

თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტში არის ძალიან მძიმე. ეს კონტექსტი ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა. ვნახოთ, ამ ფონზე როგორ განვითარდება. ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ჩვენ საჯაროდ გვაქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით.

ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოთმინებით ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა