კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარტა კოსი „ქართულ ოცნებაზე“ - მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს

ნახვები: 384 მარტა კოსი „ქართულ ოცნებაზე“ - მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს

მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

მარტა კოსმა „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ.

„ქვეყანა ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივებს სულ უფრო და უფრო შორდება. ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას. ასე რომ, გთხოვთ, გამაგრდით“, - აღნიშნა კოსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა