Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დონალდ ტრამპი - არ დავუშვებ ონტარიოსა და მიჩიგანს შორის ხიდის გახსნას, ვიდრე კანადა არ მოეპყრობა აშშ-ს სამართლიანობითა და პატივისცემით

ნახვები: 325 დონალდ ტრამპი - არ დავუშვებ ონტარიოსა და მიჩიგანს შორის ხიდის გახსნას, ვიდრე კანადა არ მოეპყრობა აშშ-ს სამართლიანობითა და პატივისცემით

აშშ დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს კანადასთან იმის შესახებ, გასცენ თუ არა ნებართვა ონტარიოსა და მიჩიგანს შორის მშენებარე გორდი ჰოუს საერთაშორისო ხიდის მშენებლობისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვიდრე შეერთებული შტატები სრულად არ მიიღებს კომპენსაციას ყველაფრისთვის, რაც კანადას მისცა და ასევე, ვიდრე კანადა არ მოეპყრობა შეერთებულ შტატებს სამართლიანობითა და პატივისცემით, ხიდის გახსნის უფლებას არ მისცემს.

„როგორც ყველამ იცის, კანადა აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში ძალიან არასამართლიანად ეპყრობოდა. ახლა ვითარება ამერიკის სასარგებლოდ იცვლება და ძალიან სწრაფად! მაგრამ წარმოიდგინეთ, კანადა აშენებს უზარმაზარ ხიდს ონტარიოსა და მიჩიგანს შორის. მათ ეკუთვნით როგორც კანადის, ისე შეერთებული შტატების მხარე და, რა თქმა უნდა, ააშენეს პრაქტიკულად ამერიკული პროდუქტების გარეშე. პრეზიდენტმა ბარაკ ჰუსეინ ობამამ სულელურად მისცა მათ გამონაკლისი, რათა არ გამოეყენებინათ არცერთი ამერიკული პროდუქტი, მათ შორის ჩვენი ფოლადი. ახლა კანადის მთავრობა ელოდება, რომ მე, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, უბრალოდ ნება დავრთო მათ, მიიღონ სარგებელი ამერიკის ხარჯზე. რას მიღებს ამერიკის შეერთებული შტატები – აბსოლუტურად არაფერს! ონტარიო არც კი აწყობს ჩვენს სპირტიან სასმელებსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებს თავის თაროებზე, მათ ამის გაკეთება ეკრძალებათ და ახლა, სხვა ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრ კარნის სურს ჩინეთთან გარიგება — რომელიც კანადას ცოცხლად შეჭამს. ჩვენ მხოლოდ ნარჩენებს მივიღებთ! არ მგონია. მე არ დავუშვებ ამ ხიდის გახსნას, ვიდრე შეერთებული შტატები სრულად არ მიიღებს კომპენსაციას ყველაფრისთვის, რაც მივეცით და ასევე, რაც მთავარია, ვიდრე კანადა არ მოეპყრობა შეერთებულ შტატებს სამართლიანობითა და პატივისცემით, რასაც ვიმსახურებთ. ვიწყებთ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მათ მივეცით, ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, სულ მცირე, ამ აქტივის ნახევარი. აშშ-ის ბაზრის შედეგად მიღებული შემოსავლები ასტრონომიული იქნება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა