კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა გვარამია - უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ბრძოლისთვის ციხეში საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის

ნახვები: 364 ნიკა გვარამია - უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ბრძოლისთვის ციხეში საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის

ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ციხეში „საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის ბრძოლის გამო” და იბრძოლებს რომ ისინი ციხიდან გამოიყვანოს.

„შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია. პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ არ დაგიმალოთ, რომ ადამიანები იქ კიდევ რჩებიან. არა მხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში, უამრავი ადამიანია გლდანის ციხეში, რუსთავის ციხეში. უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ ძალიან მალე ბოლომდე ვიბრძოლებ, მათი აქედან გამოსაყვანად იმიტომ, რომ ასე ვგრძნობთ თავს ყველა, რაღაცნაირად ნაკლოვანად მორალური თვალსაზრისითაც. მთავარი ის არის, რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია. აქ არის ნიკა, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა, მურთაზი, „ხაბე“, ბევრი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მზია ბრმავდება გვერდით, ქალთა ციხეში. საბა აწამეს, ისიც რუსთავშია. უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ბრძოლისთვის ციხეში საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო, მათ დაჭერამდე, ეს გამორიცხული ამბავია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ, ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან“,- განაცხადა გვარამიამ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა