კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის წარმომადგენლობა - პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო, „გრანტების შესახებ“ კანონზე ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა

ნახვები: 374 ევროკავშირის წარმომადგენლობა - პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო, „გრანტების შესახებ“ კანონზე ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის შესახებ თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, ხოლო 12 თებერვალს, ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა მიიღო.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა.

პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე.

„პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ამ სახით დამტკიცება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საქართველოში სამოქალაქო სივრცესა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან და ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე, რაც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებსა და პრინციპებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს მხარემ, ასევე, ევროკავშირის სანქციების საკითხი წამოჭრა. ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ 6 თებერვალს შეთავაზებული სანქციების მე–20 პაკეტს ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განიხილავენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვლენათა განვითარებასთან დაკავშირებით კონტაქტი გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა