კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ

ნახვები: 738 უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ

რუსეთის ფედერაცია და ჩვენ მით უმეტეს (ბელარუსი), მუდმივად სანქციების ქვეშ ვართ. მართალია, დღეს ისინი უფრო მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მიჩვეული ვართ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

„რატომ ღორობას? იმიტომ, რომ ისინი არალეგიტიმურია, ეს ყველაფერი უკანონოა ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა და ხელშეკრულების დარღვევით, რომლებზეც ჩვენც და მათ ხელი გვაქვს მოწერილი. ჩემი თვალსაზრისით, ეს არის უბრალოდ ღორობა. მე უკვე საკმარისად ვითმინე ეს და თქვენც. როდესაც თქვენთან ამოვდიოდი, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, გადავიტანთ სანქციებს თუ არა. მისმინეთ, დღეს საკითხი ასე არ დგას. დღეს ჩვენთვის სანქციები არის შესაძლებლობების დრო. მე საბჭოთა ადამიანი ვარ. თქვენც საბჭოთა პერიოდიდან კარგად იცით, ჩვენ მაშინ ყოველთვის ვიყავით სანქციების ქვეშ და ნორმალურად ვცხოვრობდით და ვვითარდებოდით", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინის შეირაღებული ძალები დონბასზე, ასევე რუსეთსა და ბელარუსის ძალებზე დარტყმას ამზადებდნენ, რუსეთმა და ბელარუსმა კი პრევენციული დარტყმა მიაყენეს. ლუკაშენკომ პუტინს შესთავაზა კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში კონსოლიდაცია და განვითარება სანქციების დასაძლევად.

„მე გაჩვენებთ, საიდან აპირებდნენ ბელარუსზე თავდასხმას, ოპერაციამდე ექვსი საათით ადრე ოთხ პოზიციაზე პრევენციული დარტყმა რომ არ განხორციელებულიყო, მე გაჩვენებთ, რუკა ჩამოვიტანე, ისინი თავს დაესხმებოდნენ ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს, რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ. ამიტომ, ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს", - განაცხადა ლუკაშენკომ.

პუტინის თქმით, „ლუკაშენკო აბსოლუტურად მართალია, საბჭოთა კავშირი მართლაც მუდმივად ცხოვრობდა სანქციების პირობებში, ვითარდებოდა და აღწევდა კოლოსალურ წარმატებებს".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა