Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ფრიდრიხ მერცი - გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს

ნახვები: 331 ფრიდრიხ მერცი - გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს

უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით სწრაფად დასრულების შანსები, პრაქტიკულად, არ არსებობს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე გამოიფიტება სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს. ეს მწარე სიმართლეა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამიტომ, მისი თქმით, ევროპის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის სახელმწიფომ ვერ გააგრძელოს ომი სამხედრო თვალსაზრისით და ვერ გააგრძელოს მისი ეკონომიკური დაფინანსება.

მისი თქმით, რუსეთი ამჟამად „ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში“ იმყოფება.

„ამჟამად ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმყოფება ეს ქვეყანა ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში. ეს უახლოეს მომავალში არ შეიცვლება და ამას უნდა შევეგუოთ“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედი არ აქვს.

„როდესაც ამ რეჟიმს და ამ ბრმა ტერორს ვუყურებ, იმედი ნაკლებად მაქვს“, - აღნიშნა მერცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა