კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: „ომის ხვალვე დასრულება თუ გსურთ, გადით დონბასიდან“

ნახვები: 363 ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: „ომის ხვალვე დასრულება თუ გსურთ, გადით დონბასიდან“

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს მოლაპარაკებებში ერთმანეთის მსგავსი პოზიცია აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: თუ გსურთ, რომ ომი დასრულდეს ხვალვე, გადით დონბასიდან“, – ამბობს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში გაყინული ფრონტის ხაზის სიახლოვეს ევროპელი მშვიდობისმყოფელების განთავსების მომხრეა.

„უკრაინელებს, რა თქმა უნდა, სურთ, რომ ჩვენი პარტნიორები იდგნენ ჩვენთან ერთად ფრონტის ხაზზე“, – განაცხადა ზელენსკიმ და იქვე დასძინა, რომ „პირველ ხაზზე დგომა არავის სურს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა