კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„როიტერი“ - მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაურის, „ელ მენჩოს” მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო

ნახვები: 370 „როიტერი“ - მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაურის, „ელ მენჩოს” მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო

მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაურის, მეტსახელად „ელ მენჩოს” მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო.

როგორც „როიტერი“ წერს, „ელ მენჩოს“ მხარდამჭერებმა რამდენიმე შტატში გზატკეცილები გადაკეტეს და მანქანები დაწვეს. რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის Air Canada-მ, United Airlines-მა და Aeromexico-მ, გააუქმა ფრენები პუერტო ვალიარტაში, რამაც მგზავრებში ქაოსი გამოიწვია.

ცნობისთვის, მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ოპერაციის დროს უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, მეტსახელად „ელ მენჩო“ მოკლეს. 59 წლის ყოფილი პოლიციელი „ელ მენჩო“ ხელმძღვანელობდა უზარმაზარ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელსაც აშშ-ში კოკაინის, მეტამფეტამინისა და ფენტანილის უზარმაზარი რაოდენობა გადაჰქონდა.

აშშ-ს „ელ მენჩოს“ შესახებ ინფორმაციისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა