კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ტობიას კრამერი - საქართველომ, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გადაწყვიტოს, საით სურს სვლა

ნახვები: 372 ტობიას კრამერი - საქართველომ, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გადაწყვიტოს, საით სურს სვლა

დემოკრატიული უკუსვლის განმარტებას როდესაც ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ ,თბილისში უნდა გავფრინდეთ, ამჟამად „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის ძირის გამოსათხრელად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტობიას კრამერმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის თანამომხენებელია.

კრამერის თქმით, გაფართოების საკითხზე ევროკომისიის მოხსენება საქართველოსთან მიმართებაში სრულიად მართებულია.

„ისინი რუსეთთან ერთად არიან, პუტინზე დამოკიდებულნი ხდებიან. ვფიქრობ, ჩემი აზრით, ეს გეოპოლიტიკურად ძალიან არაშორსმჭვრეტელი სტრატეგიაა, მათი ხალხისთვის ეს საშინელი სტრატეგიაა. ახლა მათ ნაკლები თავისუფლება აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, ისინი ვერ ახერხებენ თავისუფლად დემონსტრაციის ჩატარებას. „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებზე, რაც სრულიად მიუღებელია. თუ დადასტურდება ის, რაც BBC-მ გააშუქა და მტკიცებულებები ამაზე მეტყველებს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, კომისიის მოხსენება სრულიად მართებულია, როდესაც ვამბობთ, რომ ეს ყველაზე ცუდი მოხსენებაა, რაც კი კანდიდატი ქვეყნისთვის ოდესმე გვქონია მომზადებული“, – განაცხადა კრამერმა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტმა ნათელი პოზიცია დაიკავოს და საქართველომ, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გადაწყვიტოს, საით სურს სვლა.

„ევროპისკენ? მაშინ უნდა იმოქმედოს და შეიცვალოს. თუ რუსეთის ორბიტაზე ყოფნა სურს? მაშინ ნებისმიერი ამბიციაზე უარი უნდა თქვას და ხალხთან გულწრფელი იყოს, რადგან „ქართული ოცნება“ მუდმივად ატყუებს საკუთარ მოსახლეობას და ყველა დანარჩენს. მინდა, „ქართული ოცნება“ ბოლოს და ბოლოს გულწრფელი იყოს. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოსთან დაკავშირებით, არის ქართველი ხალხი. ისეთი ადამიანების სიმამაცე, როგორებიცაა ის, ვისაც ჩვენ სახაროვის პრემია ძალიან მართებულად გადავეცით და ის ადამიანები, ვისაც ვხვდებით საქართველოში, ვინც ჯერ კიდევ გადის ქუჩაში ყველა იმ საფრთხის გათვალისწინებით, რაც მათ ემუქრებათ. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ შესწორებების შეტანას, განსაკუთრებით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ზიანის მიყენების გარეშე „ქართული ოცნების“ მთავრობაზე სანქციები ეფექტურად დავაწესოთ. ჩვენი პოზიცია კი ნათელია: საქართველო ევროპის ნაწილია, მაგრამ „ქართული ოცნება“ არა“, – განაცხადა კრამერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა