თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან

ნახვები: 356 ირაკლი კობახიძე - არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან

არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში. არც ქვეყანაა გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება არაფერი, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება, არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ“.

„როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არცერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება. მე ყველას ვპირდები, რომ არაფერი ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება. არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე „ბანკი ქართუ“ გააგრძელებს თუ არა ურთიერთობას დასანქცირებულ ტელეარხებთან, კობახიძის თქმით, კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ისაუბრებს, თუმცა ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა.

„მგონია, რომ ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა, თუმცა კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო ყველა კომერციულ სუბიექტს ითანამშრომლონ ყველა ტელეკომპანიასთან იმისთვის, რომ თავად ხელი არ შეუწყონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფას. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არცერთ კომერციულ სუბიექტს არ შეექმნება პრობლემები. არცერთ ტელეკომპანიას არ შეექმნება პრობლემები. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის მიერ ბანკის შექმნის სურვილს, თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოში კომერციული ბანკი... რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ბუნებრივია უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს.

არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და POST TV-ის. არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში. არც ქვეყანაა გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად“,- განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა