კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი რეგიონის გამოწვევა მარტივი არ არის, გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა

ნახვები: 340 ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი რეგიონის გამოწვევა მარტივი არ არის, გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა

მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოს „ხანგრძლივი მშვიდობა“ უსურვა.

„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რაზეც სომხეთსა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დააფუძნეს. მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის სერიოზული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის. მინდა ვუსურვო, რომ საქართველომ ასევე იქონიოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევა მარტივი არ არის. ჩვენ გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, რომ არსებული პრობლემები დავძლიოთ. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში“,-განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობას, ასევე თურქეთთან ურთიერთობებს.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო. ეს ის საკითხია, რაზეც ასევე გვქონდა საუბარი და იმედია, რომ ამ საკითხზე მომავალშიც ვითანამშრომლებთ და თანამშრომლობის ხელშესახები შედეგებიც გვექნება. პოლიტიკური დიალოგი იყო და რჩება ძალიან აქტიური, იგივე შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობას. ჩვენ უნდა ვნახოთ, სად შეიძლება ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო აქტიურად და არსებული გამოწვევების დასაძლევად, იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რაც გაგვაჩნია. ამ თბილ ურთიერთობებს ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ამ შეხვედრების შემდეგ პირველი, რაზეც ვფიქრობ არის, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ ერთმანეთი. ვფიქრობ, შემდეგი შეხვედრა მალე იქნება და შევძლებთ ჩვენი შეთანხმების ხელშესახები შეთანხმების ნახვას. ამის მზაობას ორივე გამოვთქვამთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ასეთი მეგობრული, ძმური მიღებისთვის“,-განაცხადა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა