კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვაიმარის სამკუთხედი - ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს

ნახვები: 300 ვაიმარის სამკუთხედი - ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს

ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღინიშნება, რომ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, წუხან საქართველოს პარლამენტის მიერ, 4 მარტს, უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რაც „სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია“.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2026 წლის 6 მარტის განცხადებას. ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და ხელყოფს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას და დამატებით ზეწოლას ახდენენ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, კერძოდ დამოუკიდებელ მედიაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, "ამ ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში".

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლიდან განხორციელებულმა კურსმა მიიყვანა მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივ შეჩერებამდე, როგორც ეს განმარტებულია ევროპული საბჭოს 2024 წლის დასკვნებით და დადასტურებულია ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეუპოვრად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის სასარგებლოდ. ჩვენ, ასევე, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, -წერია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა