კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა

ნახვები: 480 უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა

„უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

„დაჭრილები გაცილებით მეტნი არიან... მაგრამ ჩვენ არცერთი მათგანი აქ არ მოგვიწვევია. და ყოველ ოკუპანტს გავუმეორებთ, რომ აქედან წასვლა ისევ შეუძლიათ - უბრალოდ დაყარეთ იარაღი და წადით ჩვენი ქვეყნიდან! წადით სახლში!, - ამბობს ზელენსკი. 

ის რუსი სამხედროების დედებსაც მიმართავს: 

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაუჯეროთ თქვენი მთავრობის დაპირებებს, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ საომრად აგზავნიან, არ გაწიროთ ისინი არც სასიკვდილოდ და არც ტყვედ ჩასავარდნად, - აცხადებს ზელენსკი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა