კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ელენე ხოშტარიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

ნახვები: 365 ელენე ხოშტარიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი დღეს, 24 მარტს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. სწორედ ამ დროს გამოაცხადებს მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენს.

მან სასამართლო პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა ელენე ხოშტარია საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არც ერთ სხდომას არ დასწრებია. დაცვის მხარეს არც დასკვნითი სიტყვის უფლებით უსარგებლია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხოშტარიას ადვოკატმა, ელენე მაღლაკელიძემ განუცხადა, დაკავებული პოლიტიკოსი არც ხვალინდელ სხდომაზე აპირებს გამოცხადებას.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს.

ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა