კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო

ნახვები: 386 ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო

ირანმა შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო, - ინფორმაციას Associated Press-ი ორ პაკისტანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

წყაროების განცხადებით, წინადადება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანქციების შემსუბუქება, სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებას, რაკეტების შეზღუდვების და ჰორმუზის სრუტის გავლით გემების გადაადგილება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ. ირანული მხარე მოლაპარაკებების მიმდინარეობას არ ადასტურებს.

ამასთან, Reuters-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა შეიმუშავა და თეირანს გაუგზავნა 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა