თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა

ნახვები: 399 საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა.

როგორც bpn.ge წერს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, რის გამოც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა.

საწვავის ფასები სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე დღეისთვის ასეთია: (შენიშვნა: ფასები შედარებულია 2026 წლის 13 მარტის მონაცემებთან)

Gulf (ფასის მატება 10-დან 22 თეთრამდე) G-Force სუპერი - 3.83 ლარი (3.63 ლარი); G-Force პრემიუმი - 3.33 ლარი ( 3.23 ლარი იყო): G-Force ევრო რეგულარი - 3.29 ლარი (3.09 ლარი იყო); ევრო რეგულარი - 3.27 ლარი (3.07 ლარი იყო); G-Force ევრო დიზელი - 3.67 (3.45 ლარი იყო); ევრო დიზელი - 3.57 ლარი ( 3.35 ლარი იყო).

რაც შეეხება ფასებს Wissol-ში (ფასის მატება 13-დან 31 თეთრამდე). ეკო სუპერი - 3.82 ლარი ( 3.69 ლარი იყო); ეკო პრემიუმი - 3.42 ლარი (3.27 ლარი იყო); ეკო დიზელი - 3.72 ლარი (3.41 ლარი იყო); ევრო დიზელი - 3.67 ლარი (3.36 ლარი იყო); ევრო რეგულარი - 3.27 ლარი ( 3.12 ლარი იყო).

Socar (ფასის მატება 13-დან 42 თეთრამდე). ნანო სუპერი - 3.72 ლარი (3.59 ლარი იყო); ნანო პრემიუმი - 3.40 ლარი ( 3.15 ლარი იყო); ნანო ევრო რეგულარი - 3.24 ლარი (2.99 ლარი იყო); ევრო 5 დიზელი - 3.50 ლარი (3.09 ლარი იყო); ნანო ევრო 5 დიზელი - 3.60 ( 3.18 ლარი იყო).

Rompetrol (ფასის მატება 15-დან 35 თეთრამდე) Efix სუპერი - 3.80 ლარი (3.65 ლარი იყო); Efix ევრო პრემიუმი - 3.43 ლარი (3.25 ლარი იყო);

ევრო რეგულარი - 3.27 ლარი (3.12 ლარი იყო); Efix ევრო დიზელი - 3.65 ლარი (3.30 ლარი იყო); ევრო დიზელი - 3.60 (3.25 ლარი იყო).

Portal (ფასის მატება 5-დან 50 თეთრამდე) სუპერი - 3.24 ლარი (3.14 ლარი იყო); პრემიუმი - 3.09 ლარი (3.04 ლარი იყო); ევრო რეგულარი - 2.89 ლარი (2.89 ლარი იყო); ევრო დიზელი - 3.69 ლარი (3.19 ლარი იყო); ეფექტური დიზელი - 3.49 ლარი (3.09 ლარი იყო).

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა