პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა

ნახვები: 371 Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა

ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტური 82-ე ჰაერსადესანტო დივიზიის ათასობით ჯარისკაცი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა.

პარაშუტისტ-მედესანტეები ახლო აღმოსავლეთში უკვე მყოფ ათასობით ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს შეუერთდნენ.

ასევე, გასულ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში 2500 საზღვაო ქვეითი ჩავიდა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა რეგიონში დამატებითი ძალების ყოფნა სამომავლო ოპერაციებისთვის სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანთან „შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, მაშინ აშშ მათ ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილსა და ხარგის კუნძულს გაანადგურებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა