კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს

ნახვები: 344 ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.

პინიოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის გაჟონილ სატელეფონო საუბარს უკავშირდებოდა, რომელშიც ჩანს, რომ უნგრეთი კოორდინაციას ახდენდა რუსეთთან უკრაინის ევროპული ინტეგრაციისადმი ძალისხმევების დასაბლოკად.

“გვაქვს რეაგირება. ჟურნალისტურ გამოძიებაში ეს დამატებითი სავარაუდო მხილებები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ააშკარავებენ წევრი ქვეყნის [უნგრეთის] რუსეთთან კოორდინაციის საგანგაშო შესაძლებლობას. რაც, შესაბამისად, ნიშნავს ევროკავშირისა და მისი ყველა მოქალაქის უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობას. შესაბამისად, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია.

და წევრი ქვეყნის მთავრობის ვალდებულებაა, რომელზეცაა საუბარი, რომ სასწრაფოდ ახსნას თავისი ქვემედებები. და პრეზიდენტი [ურსულა ფონ დერ ლაიენი] ასევე წამოაყენებს ამ საკითხს ლიდერების დონეზე”, - განაცხადა პინიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა