კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია

ნახვები: 377 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე ვაჭრობის” შესახებ ჯეი დი ვენსის განცხადებას უპასუხა.

შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ვენსი რომ მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში, ღრმად გაერკვეოდა, რა არის „ნაკუწი“ და რა არის უკრაინის ტერიტორია.

“ვიცე-პრეზიდენტი, სრული პატივისცემით, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. და ვფიქრობ, რომ ის და სხვა თანამდებობის პირები რომ მონაწილეობდნენ [მოლაპარაკებებში], ალბათ… უფრო ღრმად გაერკვეოდნენ რა არის “ნაკუწი”, რა არის… უკრაინის ტერიტორია, უკრაინის დამოუკიდებელი ტერიტორია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნებში არის ტერიტორიების ოკუპაცია და ეს მიზანი ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის არსებობდა.

ცნობისთვის, უნგრეთში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩინა უკრაინასა და რუსეთს შორის “რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე” ვაჭრობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა