კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ნახვები: 343 უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტ ლოკაციაზე, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებში რეგისტრირებულია დაახლოებით 7.5 მილიონი ამომრჩეველი.

არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის „ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა.

არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“ გუშინ ღამით წინასაარჩევნო მიტინგები გამართეს. ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის განცხადებით, 12 აპრილს მილიონობით ადამიანი დაადასტურებს, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაში იყო, არის და ყოველთვის იქნება. მისი მტკიცებით, გამარჯვების შემდეგ საიდუმლო აგენტების შესახებ ფაილებს გახსნის და რუსეთის გავლენას გამოიძიებს, ასევე გამოძიება ჩატარდება საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრე სიიარტოსთან დაკავშირებითაც.

ბუდაპეშტში „ფიდესის“ წინასაარჩევნო მიტინგზე პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ მიაღწევენ გამარჯვებას, რომელიც ყველას გააკვირვებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა