Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

FT: ევროკავშირი უნგრეთისთვის €35 მილიარდის განბლოკვის ნაცვლად რეფორმების გატარებას ითხოვს

ნახვები: 263 FT: ევროკავშირი უნგრეთისთვის €35 მილიარდის განბლოკვის ნაცვლად რეფორმების გატარებას ითხოვს

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ "მყისიერად" დაიწყო პეტერ მადიართან კონტაქტების დამყარება მას შემდეგ, რაც მან უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეძლო.

FT-ს მიხედვით, კომისიამ მას ევროკავშირის გაყინული თანხებიდან €35 მილიარდის მისაღებად უკრაინასთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. 

საკითხზე ინფორმირებულმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მადიარის პარტია Tisza-ს მიერ არჩევნებში სუპერუმრავლესობის მოპოვებამ მათ მოლოდინებს გადააჭარბა, თუმცა, ამან ევროკომისიის მოლოდინების გაზრდაც გამოიწვია. 

"ჩვენ მთავრობასთან მუშაობას მაშინ დავიწყებთ, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, რათა გვქონდეს სწრაფი და დაგვიანებული პროგრესი უნგრელი ხალხის სასარგებლოდ," განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 აპრილს, თუმცა, მანვე დაამატა, რომ "ევროპულ გზაზე უნგრეთის დაბრუნების პარალელურად ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი."

ევროკავშირის ორი დიპლომატის მიხედვით, ბლოკის ქვეყნები მოელიან, რომ მადიარი უკრაინისთვის €90-მილიარდიან სასესხო პაკეტს განბლოკავს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ვეტოს მოხსნის, რაც, მათი თქმით, იქნება მინიშნება, რომ უნგრეთის ახალი პრემიერი ევროკავშირთან სერიოზულად დაზიანებული ურთიერთობების აღსადგენად მზად არის.

კიდევ ერთი დიპლომატის ცნობით, ევროკომისიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა უნგრეთის სასამართლო სისტემისა და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირება და ასევე საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო კონტროლქვეშ არსებული საწარმოების ხელმძღვანელობების შეცვლაც.

ევროკომისიის სპიკერის მიხედვით, ევროკავშირის დაფინანსებიდან უნგრეთისთვის განკუთვნილი €35 მილიარდი გაყინულია ბრიუსელთან სხვადასხვა საკითხზე არსებული დაპირისპირებებისა და ორბანის მხრიდან რეფორმების არ გატარების გამო. ასევე შეჩერებულია ევროპისთვის უსაფრთხოების ქმედების (SAFE) ფარგლებში უნგრეთისთვის €17 მილიარდის ოდენობის თავდაცვის სესხის გამოყოფაც.

Financial Times წერს, რომ თანხების მისაღებად უნგრეთს 27 პირობის შესრულება მოუწევს, მათ შორის, ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვა და ორბანის პერიოდის იმ გადაწყვეტილებების უკან წაღებაც, რომლებიც ევროკავშირის წესდებასთან არის შეუსაბამობაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა