კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს

ნახვები: 283 ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს

სრულად ვუჭერ მხარს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

მისი განცხადებით, „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა კი პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს.

„გამოვთქვამ შეშფოთებას, რომ შესაძლოა, სამხედრო ოპერაციების გაგრძელებამ უკვე შეარყია ის. ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვრის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისკენ მოგიწოდებთ. „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე. ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს,“ - დაწერა მაკრონმა.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა. რამდენიმე საათში ლიბანის არმიამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაარღვევაში დაადანაშაულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა