კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!

ნახვები: 349 ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!

სახე გამაძვრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ! ჩემ წინაშე დგას დამნაშავე! არ გრცხვენია? - ამბობ, ღმერთმა დამიფაროსო, არ გრცხვენია? ღმერთმა არ დაგიფაროს, რასაც ახლა აკეთებ. შეხედე ჩემ შვილებს თვალებში! - ასე მიმართა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე გდდ-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, შოთა პაპუაშვილს.

შოთა პაპუაშვილი პროკურატურის მოწმეა. როგორც მან განაცხადა, ტელევიზიითა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოისმინა ის, რომ ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებს მოუწოდებდა, აქციაზე არ გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები, არ შეესრულებინათ დაკისრებული ვალდებულებები, სანაცვლოდ კი თანხას სთავაზობდა. მისი თქმით, თანხის შეთავაზების მიზანი სავარაუდოდ გდდს თანამშრომლების გადაბირება იყო.

„სოციალური ქსელებით, სხვადასხვა სატელევიზიო არხებით გდდ-ს თანამშრომლებს პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა, რომ არ შეესრულებინათ დაკისრებული მოვალეობები, უარი ეთქვათ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, წვრთნებზე და ვარჯიშებზე. ასევე, გამოეტანათ ჩვენს თანამშრომლებს ინფორმაცია, სანაცვლოდ კი გდდ-ს თანამშრომლებს სთავაზობდა 200 000 $-ს.

ხაბეიშვილი ზოგადად აკეთებდა მოწოდებას გდდ-ს თანამშრომლებზე, კონკრეტულად ვინმეს მიმართ არა ანუ მოწოდება ყველას ეხებოდა.

ლევან ხაბეიშვილის ეს მოწოდება ანუ თანხის შეთავაზების ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით, იყო გდდ-ს თანამშრომლების გადმობირება, უხეშად რომ ვთქვა. შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოყენებული იქნებოდა მათ სასარგებლოდ...თანხის შეთავაზებასთან დაკავშირებით სუს-ში ვიყავი გამოკითხვაზე”, - განაცხადა შოთა პაპუაშვილმა.

ამის შემდგომ მას ლევან ხაბეიშვილმა მიმართა.

„სახე გამაძვრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ! შენ და შენმა კოლეგებმა სახე გამაძვრეთ. ფიცის დროს როგორ შეიძლება ტყუილი? რახან თქვი, რომ ხაბეიშვილმა ფული შემომთავაზაო, ისიც თქვი, რომ ბიუჯეტიდან იყო ფულის შეთავაზება.

ჩემ წინაშე დგას დამნაშავე! არ გრცხვენია? სამმართველოს უფროსია და „ხარება“ ამის უფროსი იყო. გეუბნებით, ტელეფონით მიღებდა-მეთქი პარლამენტის შენობაში მეორე დღესვე, მასთან ერთად იდგნენ თანამდებობის პირები. ამბობ, ღმერთმა დამიფაროსო, არ გრცხვენია? ღმერთმა არ დაგიფაროს, რასაც ახლა აკეთებ. შეხედე ჩემ შვილებს თვალებში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„შეიკავეთ მაქსიმალურად თავი. ემოცია, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ნუ მომცემთ საფუძველს, დარბაზი დაგატოვებინოთ. არ მაქვს ამის სურვილი“, - მიმართა მოსამართლემ.

„არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ბოდიში, ავღელდი“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ამის შემდგომ ხაბეიშვილმა გდდ-ს თანამშრომელს ჰკითხა, მონაწილეობდა თუ არა „იმ კრიმინალურ მოქმედებაში, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელდა“.

"არა. არ ვარ ის კატეგორია, რომ ხალხი ვცემო“, - უპასუხა გდდ-ს წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილს.

„საზოგადოებამ განსაჯოს“, - უპასუხა ლევან ხაბეიშვილმა.

ამის შემდგომ ხაბეიშვილმა და მისმა ადვოკატმა ჰკითხეს შოთა პაპუაშვილს, თუკი შეიტყო, რომ ხაბეიშვილი ქრთამს სთავაზობდა გდდ-ს თანამშრომლებს, რატომ არ მიმართა შესაბამის უწყებებს.

„შესაბამისმა სამსახურმა მოახდინა რეაგირება“, - აღნიშნა შოთა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა