კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - არ მსურს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება, ველოდები დაბომბვებს

ნახვები: 314 დონალდ ტრამპი - არ მსურს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება, ველოდები დაბომბვებს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას არ სურს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივდება და იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებები „შესანიშნავი გარიგებით დასრულდება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „სიენბისისთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„არ მსურს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება. საბოლოო ჯამში ვიმედოვნებ, რომ შესანიშნავ გარიგებამდე მივალთ, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩვენ გავანადგურეთ მათი ფლოტი, საჰაერო ძალები და ლიდერები. ეს უკანასკნელი ერთი მხრივ ართულებს სიტუაციას, თუმცა ახლა ეს ლიდერები გაცილებით რაციონალურები არიან. ეს არის რეჟიმის ცვლილება, არ აქვს მნიშვნელობა რას უწოდებთ, სხვათა შორის მე არ მითქვამს, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ გავაკეთე, შეიძლება. ირიბად, მაგრამ გავაკეთე. ჩვენ ძლიერ პოზიციაში ვართ მოლაპარაკებებისთვის“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე არ გამორიცხა ირანზე დარტყმების განახლება.

„მე ველოდები დაბომბვებს, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომით მოლაპარაკებებში შესვლა უკეთესია. ჩვენ მზად ვართ. შეიარაღებულ ძალებს ბრძოლა სურთ“, – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ გაჩერებულ ერთ-ერთ ხომალდზე აღმოჩენილია გარკვეული სახის ტვირთი, რომელიც შესაძლოა, ირანში ჩინეთიდან გააგზავნეს.

„ჩვენ გუშინ დავაკავეთ გემი, რომელზეც აღმოჩნდა რაღაცა, რაც არც ისე კარგია. შესაძლოა „საჩუქარი ჩინეთიდან“. არ ვიცი. მე აბსოლუტურად გაკვირვებული ვარ, რადგან კარგი ურთიერთობები მაქვს სი ძინპინთან, თუმცა არა უშავს, ომი ასეთია“, – თქვა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა