კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - ვაშინგტონში, სასტუმრო „ჰილტონში“ მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს „ქრისტიანები სძულს“

ნახვები: 321 დონალდ ტრამპი - ვაშინგტონში, სასტუმრო „ჰილტონში“ მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს „ქრისტიანები სძულს“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს „ქრისტიანები სძულს“.

როგორც ტრამპმა განმარტა, სროლის მოტივი რელიგიური შინაარსის იყო.

„ეს კაცი ავადმყოფია. მის მანიფესტს როცა კითხულობ, ხვდები — ქრისტიანები სძულს. ეს ნამდვილად ასეა. ეს ეხება რელიგიურ საკითხს, ანტიქრისტიანულს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ძმამ ნიუ ლონდონის პოლიციას წინასწარ აცნობა მისი განზრახვის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურამდე დროულად არ მისულა.

„ვისურვებდი, ამის შესახებ ცოტა ადრე შეგვეტყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა