კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო

ნახვები: 812 პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო

პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო, - ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, პიტ ჰეგსეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პენტაგონმა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული 400 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა უკვე გამოყო.

„დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეს 400 მილიონი ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი და ეს თანხა უკვე გამოთავისუფლდა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

მანამდე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მიჩ მაკკონელმა The Washington Post-ში სტატია გამოაქვეყნა და პენტაგონი კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხების გამოყოფის შეფერხების გამო გააკრიტიკა.

მიჩ მაკკონელმა თანხის გამოყოფის შეფერხებაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ელბრიჯ კოლბი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„კოლბიმ დაადგინა, რომ უკრაინისთვის და ასევე, ბალტიისპირეთში ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოების დახმარება „არაეკონომიური ხარჯი“ იყო და ეს ძალისხმევა 2026 წლის ფისკალური ბიუჯეტის მოთხოვნიდან ამოიღო“, - ნათქვამია ამერიკელი სენატორის სტატიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა