პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა

ნახვები: 773 დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად აშშ შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გააუქმებს.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა ბიზნესს „ძალიან მნიშვნელოვნად“ დაეხმარება.

„მეფემ და დედოფალმა ისეთი რამის გაკეთება მაიძულეს, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეეძლო, თანაც თხოვნის გარეშე! დიდი პატივია, რომ ისინი აშშ-ში იმყოფებიან“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი შეაქო და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მისგან უნდა ისწავლოს.

„თქვენმა პრემიერ-მინისტრმა უნდა ისწავლოს ისე მოქცევა, როგორც მეფე იქცევა და ამით ის ბევრ უკეთეს რამეს გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა.

მედიასთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ იცის, დაეხმარება თუ არა მეფე ჩარლზის ოფიციალური ვიზიტი კირ სტარმერთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

„ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგია, მაგრამ იცით, სხვანაირი პიროვნებაა, ჩვენ ამას გავარკვევთ. მე ძალიან მომწონს კირ სტარმერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მან ტრაგიკული შეცდომა დაუშვა იმიგრაციასა და ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა